ანიმაცია

დანიური საბავშვო შოუს მთავარი გმირი გიგანტური პენისის მქონე კაცია

CBC

დანიური საზოგადოებრივი არხის, DR-ის ეთერში ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი გადის, რომლის მთავარი გმირი გიგანტური პენისის მქონე კაცია.

ჯონ დილერმანდი ექსტრაორდინარული პენისის პატრონია. სასქესო ორგანოს მეშვეობით მთავარ გმირს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები, შეღებოს კედლები, აღმართოს დროშა და ბავშვებს ნაყინი დაურიგოს. 

პრემიერა გასულ კვირას შედგა და დანიელი მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. შოუს გამოუჩნდნენ როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მხარდამჭერები.

"ნუთუ ნამდვილად გვსურს, MeToo-ს ეპოქაში ბავშვებს ასეთი მესიჯი გავუგზავნოთ"? - კითხულობს დანიელი მწერალი და აქტივისტი ან ლის მარსტრანდ-იორგენსენი.

"ვფიქრობ, სერიალი მეტისმეტად გააკრიტიკეს. ჯონ დილერმანდი ბავშვებს საკუთარ ენაზე ესაუბრება და მათთან ერთად გენიტალიებზე ხუმრობს. ბევრს ნუ იფიქრებთ, საშიში არაფერია". - ამბობს ბავშვთა ფსიქიატრი ერლა ჰეინსენ ჰოისტედი.

კომენტარები