ილონ მასკი

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეფ ბეზოსს გაუსწრო და პირველი ადგილს იკავებს

SpaceX-ისა და ტესლას დამფუძნებელი,​ ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. მან ამაზონის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად მასკის ქონების ღირებულება 188 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯეფ ბეზოსმა მეორე ადგილზე $187 მილიარდით გადაინაცვლა. ილონ მასკის ქონების ზრდა ტესლას აქციების ფასის ზრდამ გამოიწვია.

გასული წლის ნოემბერში მასკმა გადაასწრო ბილ გეიტსს, რომლის ქონების ღირებულებაც, Bloomberg-ის მონაცემებით, 127.7 მილიარდი დოლარია.

 

 

 

კომენტარები