გინესის რეკორდი

ბეჭედი, რომელსაც 12 638 ბრილიანტი აქვს, გინესის რეკორდსმენი გახდა

12 638 ბრილიანტიანი ბეჭედი გინესის რეკორდსმენი გახდა. 

სამკაული ინდოელმა იუველირმა, ჰარშიტ ბანსალმა დაამზადა და მას "კეთილდღეობის ბეჭედი" დაარქვა. ბეჭედს ყვავილის ფორმა აქვს და დაახლოებით 165 გრამს იწონის.

ჰარშიტ ბანსალის თქმით, მისი მიზანი იყო, რომ 2018 წლის  რეკორდი მოეხსნა და ეს გამოუვიდა კიდეც.

2018 წელს გინესის რეკორდსმენი ასევე ინდოელი იუველირის მიერ შექმნილი ბეჭედი გახდა, რომელსაც 7 801 ბრილიანტი ჰქონდა.

კომენტარები