არჩევნები 2020

ჩიხლაძე: მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი უახლოეს კვირებში დაინიშნება

სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ფასილიტატორების მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი იანვარში გაიმართება. 

"ამაზე არაერთი მინიშნება გააკეთეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, მოლოდინის რეჟიმში ვართ და, დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში უნდა ველოდეთ მოლაპარაკებების გაგრძელებას". – თქვა სერგო ჩიხლაძემ. 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა ისიც თქვა, რომ მათ მოლოდინი აქვთ, რომ შეთანხმება შედგება. 

"თუ მოლაპარაკებები წავა საკმაოდ ინტენსიურად და შეთანხმება იქამდე მოხდება, სანამ პროცედურულად ჩაიხსნება მანდატები, მაშინ შესაძლებელია, ამ დეპუტატებმა უკვე პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა". – ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

ოპოზიციური პარტიები 20202 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. გირჩის სამი წევრისა და მოქალაქეების გარდა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა. 

კომენტარები