ილია მეორე

ილია მეორე: ცხოვრება ცვალებადია, იმედით ვუყურებთ მომავალს, ღმერთს უყვარს ადამიანი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოგესალმებით სრუალიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს, ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს, – "მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, იღებდეთ და განგეღოს თქვენ. ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. 

ეს ცხოვრება ცვალებადია, იმედით ვუყურებთ მომავალ.ს ღმერთს უყვარს ადამიანი და ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. 

გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთან არს ღმერთი! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს.

კომენტარები