ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის ძაღლების საშობაო ვიდეო

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში საკუთარი ძაღლების ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში ბაიდენის ორი გერმანული ნაგაზი ჩემპი და მეიჯორი შობას სხვადასხვა სტილში ზეიმობენ. ბოლოს ვკითხულობთ მესიჯს - "მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ზეიმობთ, ჩემპი და მეიჯორი გილოცავთ შობას". 

ჩემპი ბაიდენმა 2008 წელს მოიშინაურა, ჯიშიანი გერმანული ნაგაზის შეძენის გამო პოლიტიკოსი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. მეორე ძაღლი, მეიჯორი, ასევე გერმანული ნაგაზი, ბაიდენების ოჯახმა ცხოველთა თავშესაფრიდან აიყვანა.

 

კომენტარები