ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი ნაძვის ხის სათამაშოს გამო გააკრიტიკეს

Daily

მსახიობი ჯენიფერ ენისტონი სოციალურ ქსელში ნაძვის ხის სათამაშოს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გააკრიტიკეს. 

"მეგობრების" ვარსკვლავმა ნაძვის ხეზე ხისგან დამზადებული სათამაშო წარწერით - "ჩვენი პირველი პანდემია 2020" ჩამოკიდა.

თაყვანისმცემლების დიდმა ნაწილმა მსახიობის საქციელს უტაქტო და პანდემიის ფონზე შეუფერებელი უწოდა.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ცნობილი ადამიანები სხვა რეალობაში ცხოვრობენ. ადამიანები კვდებიან, პანდემია სახუმარო არ არის". – წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები