ვლადიმირ პუტინი

პუტინი რუსული ვაქცინის გაკეთებას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი COVID-19-ის რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს გაიკეთებს. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვი სამთავრობო არხს ესაუბრა.

"მან [პუტინმა] თქვა, რომ აიცრება, გადაწყვეტილება მიიღო და ფორმალური პროცედურების მოგვარებას ელოდა" - თქვა დმიტრი პესკოვმა.

მოსკოვში კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და პირველ რიგში ხელმისაწვდომი გახდა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის .

ნოემბერში ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ რუსული ვაქცინა უსაფრთხო იყო, თუმცა ჯერ არ აპირებდა ვაქცინის გაკეთებას და მის დამტკიცებას ელოდა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინი დისტანციურად მუშაობდა და შეხვედრებს ვიდეოკონფერენციებით ატარებდა.

Sputnik V პირველი რუსული დაპატენტებული და დარეგისტრირებული ვაქცინაა. ის გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.

11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააანონსა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, შეცვლილი სახელით, Sputnik V. ვაქცინა დაამტკიცეს მანამდე, სანამ მესამე ფაზის ცდები დაიწყებოდა. ვაქცინის ექსპერტები ამას სარისკო ნაბიჯად თვლიან.

კომენტარები