შემთხვევა კახეთში

კახეთში არასრულწლოვანის მოტაცების გამო 3 პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების გამო სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.


დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი
დაადგინა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები