მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია, რომელიც, რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა საკუთარ ამომრჩეველს კი არა ჩვენ ყველას მოგვატყუა, ეს ყველას გვახსოვს. წარსული თუ არ გავიხსენეთ, არ გვეცოდინება, რატომ ვაკეთებთ დღეს ამას. მან თქვა, რომ მე არ შევდივარ პარლამენტში, არ დაწერა წერილი, შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს და ამას ჰქვია ხალხის პარტია, თუ ლეიბორისტული პარტია...
არჩევნები 2020
წულუკიანი ნათელაშვილზე: ერთადერთი პოლიტიკოსია, რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი
tbl.ge/5cck
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე
თეა წულუკიანიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიშალვა ნათელაშვილილეიბორისტული პარტიაბოიკოტიოპოზიციაარჩევნები 2020
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო