მამა

გარდაცვლილმა მამამ შვილს პირველი კათხა ლუდი სიკვდილიდან 6 წელიწადში უყიდა

სიკვდილის წინ ჯონ გუდმანმა უფროს ქალიშვილს, ქეისის, ათდოლარიანი კუპიურის შენახვა სთხოვა, რომლითაც მეთი თავის პირველ კათხა ლუდს იყიდის

CNN

მასაჩუსეტში მცხოვრები მეთ გუდმანის მამა 6 წლის წინ გარდაიცვალა.

სიკვდილის წინ ჯონ გუდმანმა უფროს ქალიშვილს, ქეისის, ათდოლარიანი კუპიურის შენახვა სთხოვა, რომლითაც მეთი თავის პირველ კათხა ლუდს იყიდის. ქეისიმ სიტყვა შეასრულა და 6 წლის წინ დატოვებული ათდოლარიანი ძმას 21-ე დაბადების დღეზე გადასცა.

"დაბადების დღის დილას სასაუზმოდ კაფეში წავედით. ჩემი პირველი ლუდი მამაჩემის ფულით ვიყიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სასმელი თავად მიყიდა". – ამბობს მეთ გუდმანი.

მეთის ისტორიას სოციალურ ქსელ Twitter-ში 540 ათასი მომხმარებელი გამოეხმაურა.

კომენტარები