რუსეთი

პუტინი: დასავლეთთან შედარებით თეთრი და ფუმფულა ვართ [VIDEO]

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თქვა, რომ რუსეთი დასავლეთთან შედარებით თეთრი და ფუმფულაა. 

BBC-ის ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ რუსეთსა და დასავლეთის ურთიერთობის [აღსაწერად] ხშირად ესმით ფრაზა "ახალ ცივ ომზე" და რომ რუსეთი ამ დაძაბულობას რეგულარულად აბრალებს საგარეო ძალებს, ამერიკას, ბრიტანეთს ან NATO-ს - "20 წელია, რაც ძალაუფლების სათავეში ხართ, არ ფიქრობთ, რომ რაიმე პასუხისმგებლობა გაკისრიათ გაუარესებულ ურთიერთობებზე? რუსეთის მაღალჩინოსნები თეთრები და ფუმფულები არიან?"

ჟურნალისტის კითხვზე ვლადიმირ პუტინმა მას უპასუხა, რომ ის პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, თუ რა ხდება რუსეთში და მისი ხალხის გარშემო.

"ყველაფერს გავაკეთებ, რაც რუსეთის ინტერესშია. ახლა რაც შეეხება [ვართ თუ არა] „თეთრი და ფუმფულა“. თქვენთან შედარებით, დიახ, ასეა. ჩვენი თეთრი და ფუმფულები ვართ, რადგან ჩვენ წავედით იმაზე, რომ გავათავისუფლეთ ქვეყნები და ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ, საბჭოთა დიქტატისგან დამოუკიდებლად განვითარებულიყვნენ. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი დაპირება, რომ NATO არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. თუმცა, თქვენ თქვენი სიტყვა არ შეასრულეთ". - პასუხობს პუტინი.

კომენტარები