ავტოავარია წნორში

წნორში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – ერთი მძიმედ დაშავდა 

Tabula

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ერთი მძიმედ დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცია. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები