არჩევნები 2020

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის 6 მონაწილე დააკავეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, აქციის 6 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

აქტივისტები საბჭოს შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, წარწერით - "მონობა ტეხავს". პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა. 

დღეს, 15 დეკემბერს პარლამენტის მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთპარტიულად შეიკრიბა. მეხუთე მოწვევის საბჭოს პირველი სხდომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების პროტესტის ფონზე დაიწყო. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. 

კომენტარები