გრიგოლ ვაშაძის წასვლა

დეკანოიძე ვაშაძეზე: გენერლები სტრატეგიას არ უწუნებენ ხოლმე ძირითად ჯარისკაცებს

ჩვენი პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, შედგება ძალიან ბევრი ადამიანისგან, მხარდამჭერისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონ გრიგოლსაც კარგად ესმის, რომ გენერლები სტრატეგიას არ უწუნებენ ხოლმე ძირითად ჯარისკაცებს. მაგრამ, ჩვენ პარტიაში მუდმივად გვაქვს მსჯელობა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ საქართველოში ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა. [...] ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს, მაგრამ პარტია გააგრძელებს ზუსტად იმ ბრძოლის რეჟიმში მოქმედებას, როგორც ეს უნდა და სურს ჩვენს მხარდამჭერებს. 

როდესაც ადამიანი არის პარტიის თავმჯდომარე და ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მიაჩნია, რომ სწორი სტრატეგია უნდა იყოს, კარგი იქნებოდა მისი მხრიდან უფრო მეტი კომუნიკაცია პარტიასთან. გარკვეულწილად, ალბათ, ეს შეეხებოდა ტაქტიკას, მათ შორის შეიძლება ბოიკოტის რეჟიმსაც. გვახსოვს მისი განცხადება, როდესაც იგი მიიჩნევდა, რომ ამ ეტაპზე ბრძოლის სხვა სტრატეგია უნდა აერჩია პარტიას, მაგრამ თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვართ ერთიანები ოპოზიციასთან ერთად. 

[...] მე არ მგონია, რომ ბატონი გრიგოლი ცალკე შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციის გარეშე. ნამდვილად ვერ დავიჯერებ ამას, გულწრფელად, არ მისაუბრია მასთან ამ საკითხზე. სხვადასხვა მოსაზრებები ტაქტიკასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ღიად დააფიქსირა, რომ მთელი პარტია აცხადებს ბოიკოტს. 

მე არ ვიცი, რომელ ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობდა ბატონი გრიგოლი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში ვინმეს ხედავთ ოდიოზურ ფიგურად. მას უნდა კითხოთ, სახელობითად ვის მოიაზრებს. რაც შეეხება ელჩებს, არასდროს, არცერთ ეტაპზე პარტიას და ლიდერებს, რა თქმა უნდა, არ გამოუხატავს რაიმე სახის თავდასხმის პოზიცია, პირიქით, ჩვენ ვუდასტურებთ მათ პატივისცემას. 

[...] არ მგონია, რომ ასეთი ფორმით წასვლა არის პოზიტიური, მათ შორის, ბატონი გრიგოლისთვის, მაგრამ მისი გადასაწყვეტია. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის...

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძეზე. ვაშაძემ ენმ დატოვა. "არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა". - დაწერა ვაშაძემ.

კომენტარები