ვაშაძის წასვლა ენმ-დან

სამადაშვილი ვაშაძეზე: ძალიან ვაფასებ პარტიისთვის რაც გააკეთა, ის იქნება დიდი დანაკარგი

ძალიან ვაფასებთ იმას, რაც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა პარტიისთვის გასული 4 წლის მანძილზე, მან ძალინ რთულ დროს გადაწყვიტა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირება საკუთარი საქმიანობის, იყო ძალიან წარმატებული კანდიდატი ყველა არჩევით თანამდებობაზე, სადაც იყარა კენჭი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის იქნება დანაკარგი ჩვენი პარტიისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად განსაზღვროს, როგორ გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას და ცხოვრებას. 

ამ ეტაპზე პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში ვართ. თუმცა, მინდა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძის წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ პარტია არ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას...

ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია მთავართან საუბარში გრიგოლ ვაშაძის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ეხმაურება. პარტიის თავმჯდომარემ ენმ დღეს, 15 დეკემბერს დატოვა და ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

კომენტარები