არჩევნები 2020

ელისაშვილი: დაგვიმტკიცეთ გაყალბება და რიგგარეშეზე თანახმა ვართო, მეტი რა თქვან?

ბოლო შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართო, ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1 პროცენტი მაინც გაყალბდაო. ხომ ხართ მაგარი ბიჭები და ხომ ამბობთ, რომ გაყალბდა, დაგვიდასტურეთო, ხელს რა გიშლითო, როგორც გინდათ, ისე დაგვიდასტურეთო. 

ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლიდით, რადგან იქ სუსმა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი. კი ბატონო, არ ენდობით და ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან? გულზე ხელი დავიდოთ.

ამბობს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები