პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებისა და დახმარების პაკეტიც წარადგინა.
გახარიას თქმით, 1 500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდება.
"წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს. ეს იყო დაახლოებით 260 მილიონი ლარი. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.