ალექსანდრა ოკასიო-კორტეზი

ოკასიო-კორტეზი სტაილსის კაბაზე: მასკულინური და ფემინური კომპონენტები ლამაზად ეხამება

Befunky

გასულ კვირას გამოცემა Vogue-ის გარეკანზე ბრიტანელი მომღერალი ჰარი სტაილსი გამოჩნდა. მუსიკოსი ჟურნალის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელიც ყდაზე მარტო მოხვდა.

სტაილსის ფოტოსესიას საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ნეგატიურად გამოეხმაურა, იქიდან გამომდინარე, რომ One Direction-ის ყოფილ წევრს კაბა აცვია. მომღერალს ამერიკელი პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის წევრი, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი გამოეხმაურა.

"მშვენივრად გამოიყურება. მასკულინური და ფემინური ელემენტები ერთმანეთს ლამაზად ეხამება. საზოგადოების ნაწილი ზედმეტად სენსიტიურია გენდერული როლების ცვლილებისა ან აღრევის პროცესის მიმართ. ეს მათი პრობლემაა და ვერაფერს იზამენ, უნდა იფიქრონ, შეისწავლონ, შეეგუონ ამ პროცესს და საბოლოოდ გაიზარდონ". – ამბობს დემოკრატიული პარტიის წევრი.

 

კომენტარები