არჩევნები 2020

სამნიძე: მიზანი მოქალაქეების ხმების დაცვაა და არა სირცხვილის კორიდორებით მათზე თავდასხმა

ჩვენ მოქალაქეების ხმების დაცვა დავისახეთ მიზნად და არა სირცხვილის კორიდორებით მოქალაქეებზე თავდასხმა და მათი ნების შეზღუდვა!

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მოწოდებას. 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

კომენტარები