დევიდ ფინჩერი

დევიდ ფინჩერი: ახალი ჯოკერი მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დაცინვაა

JoBlo

შვიდისა და მებრძოლთა კლუბის რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში ტოდ ფილიპსის მიერ გადაღებულ ჯოკერზე გულღიად ისაუბრა.

"ბნელი რაინდი ასეთი ჰიტი რომ არ ყოფილიყო, ჯოკერის შესახებ ფილმს, ალბათ არც გადაიღებდნენ. არა მგონია, თავდაპირველი მასალის შესწავლისას ვინმეს აზრად მოსვლოდა, რომ ტრევის ბიკლი(ტაქსის მძღოლის მთავარი პერსონაჟი) და რუპერტ პაპკინი(კომედიის მეფის მთავარი პერსონაჟი) გაეერთიანებინა, დაემატებინა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების დაცინვა და მიღებული პროდუქტი მილიარდ დოლარად გაეყიდა. 1999 წელს, როდესაც მებრძოლთა კლუბზე ვმუშაობდი, კომპანია აკეთებდა დაშვებას, რომ ფილმი შეიძლება, ჩავარდნილიყო. დღეს ხუთ ოჯახს (გულისხმობს მთავარ კინოკომპანიებს) მხოლოდ მილიარდ დოლარიანი ფილმების კეთება უღირს. საშუალო ბიუჯეტის სურათები ბაზრიდან საერთოდ ქრება, ეს ტენდენცია ხუთი წელია გრძელდება. დღეს ისეთი კინო, რომელსაც კულტურული გავლენა აქვს, მხოლოდ სტრიმინგ სერვისებზე კეთდება". – ამბობს რეჟისორი.

ფინჩერის უკანასკნელი ნამუშევარი, ბიოგრაფიული შავ-თეთრი დრამა, მანკი Netflix-ზე 12 დეკემბერს გამოვა. რეჟისორი სტრიმინგ სერვისთან თანამშრომლობას მომდევნო 4 წელი გეგმავს.

კომენტარები