ავარია რუსთავში

რუსთავის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და სავარაუდოდ, ჯებირს შეეჯახა. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები