ავარია რუსთავში

რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე, ქალსა და ეტლში მჯდომ ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა

metro.us

რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე, ახალგაზრდა ქალსა და ეტლში მჯდომ ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

უწყების ცნობით, გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები