აქცია ცესკოსთან

კობახიძე: ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. მან აქციას ცესკოზე შტურმი უწოდა და თქვა, რომ მას "კრიმინალი ნიკანორ მელია მეთაურობს".

"სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი.

ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალების კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან."

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ და სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი.

კომენტარები