ლარის გაუფასურება

ვიცეპრემიერი: როდესაც ოპოზიცია ცდილობს არეულობის მოწყობას, ვალუტის კურსი ამაზე რეაგირებს

ჩვენ ვართ საარჩევნო რეჟიმში. როდესაც ვხედავთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტული, ღია და თავისუფალი. როდესაც ეს არჩევნები ამავე ორგანიზაციების მიერ მიჩნეულია სრულიად ლეგიტიმურად და, თუ არის რაიმე სახის ხარვეზი, ყველა ორგანიზაცია ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ ყველა დავა წარიმართოს სამართლებრივი გზით, რაც ნიშნავს, უპირველს ყოვლისა, ცესკოში ოქმების გასაჩივრებას, შემდგომში არის სასამართლო. 

მაშინ, როდესაც ნაცვლად ამ პროცესისა, ოპოზიცია ატარებს არა აქციას, არამედ ძალიან ხშირად, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შევარდნების მცდელობა, ჩვენ ვხედავთ ძალიან დაძაბულ, მართულ პროცესს. როდესაც ეს ხდება და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ნაცვლად სამართლებრივი გზის არჩევისა, როდესაც ვხედავთ მათგან არეულობის მცდელობას, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე...

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ასე პასუხობს შეკითხვას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

კომენტარები