არჩევნები 2020

დეკანოიძე: მოპარული არჩევნების გასასპროტესტებლად ვაპირებ ღამე პარლამენტთან დარჩენას

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერისა და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის  მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად აპირებს ღამე პარლამენტთან დარჩენას.

მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტის ფორმა გვქონდეს ასეთი, რომელიც გამოხატავს იმ უკიდურეს აღშფოთებას და გაბრაზებას, რაც ივანიშვილმა გააკეთა – ეს არის ღამე პარლამენტთან დარჩენა. ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს როგორც მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები.

მე ვაპირებ დარჩენას – ეს არის პროტესტის ფორმა მოპარული არჩევნების მიმართ". – თქვა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები პარლამენტთან პროტესტის ნიშნად კარვის გაშლასაც შეეცადნენ, რის უფლებაც პოლიციამ არ მისცა. 

აქცია პარლამენტთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ.

კომენტარები