გარდა იმისა, რომ არ ვაღიარებთ ამ შედეგს, მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი და ვისი პრობლემაც მოვისმინე.
ძალიან მალე შევხვდებით, როგორც შეგპირდით და ვიბრძოლებ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. არცერთ ადამიანს არ მივატოვებ, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ვაკის ამომრჩევლის მიმართ და ყველაფერი გამოგვივა. არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა. ასევე არანაირი ბრაზი არ მაქვს იმათ მიმართ, ვინც რეალურად არ მომცა ხმა. პატივს ვცემ მათ არჩევანს, ოღონდ ეს შედეგი რეალობას არ ასახავს, ამიტომ არ მიიღება.
მოქმედების დროა!





