ვინ აკვირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს

მიუხედავად ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები აქტიურად დააკვირდებიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია 27 ოქტომბერს დასრულდა და სულ 168 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. 

ტაბულა წარმოგიდგენთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს.

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები

31 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლად 48 საერთაშორისო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

მათ შორის, არჩევნებს საქართველოში აქტიურად დააკვირდებიან

  • NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) 
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) 
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR)

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში სადამკვირვებლო მისიების შემცირების შესახებ სექტემბერში განაცხადა და მიზეზად ახალი კორონავირუსით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვა დაასახელა. ამჯერად საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები (LEOM) მოიცავს ექსპერტების ძირითად ჯგუფებსა და გრძელვადიან დამკვირვებლებს.

არჩევნებს ასევე დააკვირდება საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც (NDI), რომელმაც სექტემბერში თქვა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო არ გამოგზავნიდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არჩევნებისთვის. თუმცა, ორგანიზაციის გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ს წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან.

რეგისტრირებულ ორგანიზაციათა სიაში ასევე არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რომელიც წინა საარჩევნო პერიოდშიც აქტიურად ადევნებდა თვალს პროცესს და ამომრჩეველთა განწყობების კვლევებთან ერთად ქვეყნაში პოლიტიკურ-სოციალური პროცესების შესახებ კვლევებსაც აქვეყნებდა.

დაკვირვების პროცესში ასევე ჩართულები იქნებიან პარტნიორ ქვეყანათა საელჩოები საქართველოში:

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
  • იტალიის საელჩო თბილისში
  • პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში
  • ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
  • საბერძნეთის საელჩო საქართველოში
  • შვეიცარიის საელჩო საქართველოში
  • ლიეტუვის/ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში
  • ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
  • ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • შვედეთის საელჩო საქართველოში
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
  • უნგრეთის საელჩო საქართველოში
  • იაპონიის საელჩო საქართველოში
  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში
  • სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • ავსტრიის საელჩო საქართველოში
  • საფრანგეთის საელჩო საქართველოში

არჩევნებს ასევე დააკვირდებიან პარტნიორი ქვეყანების საარჩევნო კომისიებისა და სხვა უწყებათა წარმომადგენლობებიც:

  • ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • უზბეკეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი (პარლამენტი)
  • პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი
  • პოლონეთის რესპუბლიკის სენატი              

სადამკვირვებლო პროცესებში ჩართულები იქნებიან შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR)
  • საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)
  • ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის (SILBA)
  • საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი ( ICPS)
  • დელიან პროექტი (DELIAN Project)
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობა  (IPHR)
  • ერთად სახლში (Gemeinsam Zuhause e.V)
  • დემოკრატიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM)
  • ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის
  • ევროპულ დემოკრატიული პარტია
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (GUAM)
  • შენ არ ხარ მარტო (YANA)

 

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები

31 ოქტომბრის არჩევნებზე სულ 120 ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული დამკვირვებლად.

მათ შორის არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), რომელმაც უკვე წარადგინა წინასაარჩევნო მონიტორინგის ხუთი შუალედური ანგარიში და არჩევნებთან დაკავშირებული სოციალური მედიის მონიტორინგის ორი ანგარიში. სწორედ ეს ორგანიზაცია დაითვლის ხმებს ცესკოს პარალელურად. 

31 ოქტომბერს საარჩევნო პროცესებს ასევე დააკვირდება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშიც აკვირდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სხვა დარღვევებს. მათ შორის, ორგანიზაციამ წარადგინა ქვეყანაში მედიაგარემოს შესახებ ანგარიშიც.

ქვეყნის მასშტაბით სადამკვირვებლო წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-საც.

31 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად რეგისტრირებულნი არიან შემდეგი ადგილობრივი ორგანიზაციებიც:

  • ა(ა)იპ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი"
  • ა(ა)იპ "დემოკრატიული არჩევანი"
  • ა(ა)იპ "დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტრი"
  • ა(ა)იპ "რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი"
  • ა(ა)იპ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი"
  • ა(ა)იპ "აჭარის განვითარების ცენტრი"
  • ა(ა)იპ "თავისუფლების ინსტიტუტი"
  • ა(ა)იპ "დიასპორის სახლი"
  • ა(ა)იპ "დაცული და ინფორმირებული საზოგადოება"
  • ა(ა)იპ "ჰაბი საქართველო"
  • ა(ა)იპ "ანტიკორუფციული მედია ცენტრი"
  • და სხვა 105 ადგილობრივი ორგანზიაცია

კომენტარები