კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: წლის ბოლომდე კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება

წლის ბოლომდე, ალბათ, უკვე იქნება... ჯერ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება წლის ბოლომდე. მესამე ფაზაში არიან ახლა კვლევის, გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩინეთში უკვე გამოიყენება კიდეც ერთი ვაქცინა და კიდევ ორზე არის ლაპარაკი, ასე, რომ ჩემი აზრით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა მაინც უკვე იქნება მსოფლიოში...

ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ, თავიანთი ქვეყნებისთვის, და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ჩვენთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე FB-live-ში.

კომენტარები