ქუთაისი ეს არის არა მხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი და საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი, ქუთაისი ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია.
ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. გასულ საუკუნეს ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალური ძალების გადმოსვლამ თბილისში განაპირობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება. დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია - ქვეყანაში, რეგიონში და მსოფლიოში.