მორბენალი

9 თვის ორსულმა ქალმა 1 მილი 5 წუთში გაირბინა

TV9

მაკენა მაილერი სოციალური ქსელების სენსაცია მას შემდეგ გახდა, რაც 9 თვის ორსულმა 1 მილი 5 წუთსა და 25 წამში გაირბინა.

TikTok-ზე დადებულმა ვიდეომ მილიონობით ნახვა, 27.6 ათასი გაზიარება და 689 000 მოწონება დაიმსახურა. 

მაილერი ფეხმძიმობის პერიოდში დარბოდა და ვარჯიშობდა. პარალელურად, მორბენალი ერთდროულად ორ ექიმთან გადიოდა კონსულტაციას. 

"ჩემმა ქმარმა სანაძლეო შემომთავაზა. თუ მეცხრე თვეში 8 წუთში შევძლებდი 1 მილის გარბენას, 100 დოლარს მომცემდა. შედეგი თავადაც ნახეთ". – ამბობს მაილერი.

პროგნოზის მიხედვით, მაილერი უახლოეს დღეებში იმშობიარებს.

კომენტარები