ერევნის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში დაიღუპა

Facebook

ერევნის საფეხბურთო კლუბის, ლოკომოტივის, ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიანი ყარაბაღის ფრონტზე დაიღუპა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"სამწუხარო ამბავი. საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი არწახ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი უსაძიმრებს სარაიანის ოჯახსა და ახლობლებს". – წერია გუნდის Facebook გვერდზე.

სარაიანი რიგით მეორე ლოკომოტივის ფეხბურთელია, რომელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაიღუპა. 8 ოქტომბერს გუნდის კიდევ ერთი წევრი დავიდ ბაბაიანი გარდაიცვალა.

კომენტარები