მე ამას არ დავარქმევდი, რომ პროგნოზი არის არადამაიმედებელი, უბრალოდ, პროგნოზი არის ის, რაც არის, ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობას ჩვენ ველოდით ზაფხულის თვეებშიც. როდესაც კოვიდ ინფექცია პირველად გამოჩნდა, მას შემდეგ არაერთი მეცნიერი და კვლევითი ცენტრი აანონსებდა შემოდგომის პერიოდში მეორე ტალღას, შესაბამისად, რიცხოვნობის ზრდას, ვიდრე ეს იყო გაზაფხულის პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმოქმედებთ ამ ამ სცენარით.
ნოემბრის და დეკემბრის თვეში, რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი, მაგრამ მზარდი რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას, შეგვიძლია, დღესაც მოვიძიოთ პირველადი და მეორეული კონტაქტები, სწორედ ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დამაჯერებლები ვიყოთ იმ შემდეგ ნაბიჯებში, რომელსაც ვგეგმავთ. იქნება ეს საწოლფონდის გაზრდა, იქნება ეს დამატებითი შეზღუდვები, იქნება ეს ეკონომიკისთვის შანსის მიცემა, რომ ეკონომიკა არ შევზღუდოთ, შესაბამისად, არ მოხდეს ქვეყანაში სრული კარანტინი





