კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: 53 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ პაციენტებს მონიტორინგს რეანიმატოლოგთა კლინიკური ჯგუფი უწევს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა. 12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები