დონალდ ტრამპი

ტრამპის თქმით, ექსპერიმენტული წამალი მიიღო და თავს შესანიშნავად გრძნობს

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის ექსპერიმენტულ წამალზე ილაპარაკა და თქვა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ტრამპს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა და საავადმყოფოში 3 დღე გაატარა. მისი თქმით, დიაგნოზი შესაძლოა "შეფარული წყალობა" იყოს, რომელმაც ნათელი მოჰფინა ექსპერიმენტულ წამალს. ტრამპის თქმით, წამლის მიღების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით საკმარისი დრო არ არის გასული წამლის მიღებიდან იმის დარწმუნებით სათქმელად, რა დადებითი თუ გვერდითი ეფექტები იქონია მან პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე. პრეპარატს ფარმაცევტული კომპანია Regeneron ამზადებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მას უსაფრთხოების და ეფექტურობის ყველა ტესტი არ გაუვლია.

მიუხედავად ამისა, ტრამპის ამბობს, რომ წამალს ფართო მოხმარებისათვის მალე დაამტკიცებენ და უფასოდ დაარიგებენ.

"მინდა, ყველამ იგივე მკურნალობა ჩაიტაროს, რაც თქვენმა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ თავს შესანიშნავად, იდეალურად ვგრძნობ". - თქვა მან ვიდეომიმართვაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპი ისეთი წამლის ეფექტიანობაზე საუბრობს, რომელიც ექსპერტებს დადასტურებული არა აქვთ. პანდემიის პირველ თვეებში ტრამპი კორონავირუსის წინააღმდეგ მალარიის სამკურნალო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის (პლაქვენილი) გამოყენებას უჭერდა მხარს. მან ეს პრეპარატი თავდაცვის მიზნითაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მას პრევენციული ეფექტი არ აქვს.

კომენტარები