მარგარეტ ქუელი

ენდი მაკდაუელი შვილთან, მარგარეტ ქუელისთან ერთად პირველად ითამაშებს

Entertainment Weekly

მსახიობები, დედა და შვილი, ენდი მაკდაუელი და მარგარეტ ქუელი ეკრანზე ერთად პირველად გამოჩნდებიან. სერიალს სტრიმინგ სერვისი Netflix-ი იღებს.

სერიალის მთავარ გმირს, ალექსს, ქუელი განასახიერებს, ხოლო მისი დედის, პაულას როლს მაკდაუელი შეასრულებს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი გადაღებები ვანკუვერში რამდენიმე დღის წინ განახლდა. შოუში დედა-შვილის გარდა მსახიობები ნიკ რობინსონი და ანიკა ნონი როუზი თამაშობენ. 

 

კომენტარები