არჩევნები 2020

კობერიძე: მედიცინის სფეროს მუშაკების წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება

მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე  სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება.

ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული  მედიცინის მუშაკები არიან კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა  და საბოლოო დამარცხების საწინდარი.  ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, მხარი დაუჭიროს  იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

კომენტარები