არჩევნები 2020

ფოფხაძე: არ მაქვს ბანერების ფული, ყურადღების მისაქცევად მომიწევს, ვიყო ცოტა ეპატაჟური

პირდაპირ გეტყვით, რას ემსახურება [სპარტაკზე განცხადება], მე არ მაქვს იმის ფული, რომ ბანერები გამოვაკრა. ვერც ერთ ბანერზე თქვენ ვერ მნახავთ. იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება, მე მომიწევს, ვიყო ცოტა ეპატაჟური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკაში არ მიყვარს და მგონია, რომ ეს ცუდია. 

ჩემი მხრიდან ეს არის მცდელობა, მივიპყრო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ცოტა თვლემენ, ცოტა მიძინებული არიან და ცოტა ინერტულები არიან ამ ვითარებაში, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამის გამო, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო, მიუღებელი ან დასაძრახი ვიყო, მაგრამ მე ეს რესურსი მაქვს, რომ ყურადღება მივიქციო.

მე ვერ გამოკრავ 100 000-იან ბანერს მარჯანიშვილზე ან წერეთელზე და ვერ ვეტყვი, რომ შეხედეთ, გედი ფოფხაძე თქვენთან კენჭს იყრის, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია - შემოვუძახო ვიღაცას, ვუთხრა, მომაქციე ყურადღება, მეც მომისმინე, ეგებ კაის და ჭკვიანურს გეუბნები.

პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე TV პირველის ეთერში თავის 1-ლი ოქტომბრის განცხადებას განმარტავს. გუშინ ფოფხაძემ რადიო თავისუფლების ეთერში თქვა, რომ "მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“.

კომენტარები