კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის დუმის 18 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, 10 დეპუტატი წინა კვირას გადაიყვანეს კლინიკებში. 

ვოლოდინი ამბობს, რომ 60 დეპუტატი უკვე გამოჯანმრთელდა. 

"კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია". –მიმართა ვოლოდინმა კოლეგებს. 

23 სექტემბერს 67 წლის ვახა აგაევი, რომელიც 2 მოწვევის დუმის დეპუტატი იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა. 

კომენტარები