Japan Airlines

JAPAN AIRLINES ქალბატონებო და ბატონებოს ნაცვლად გენდერულად ნეიტრალურ სიტყვებს იხმარს

იაპონური ავიახაზები [Japan Airlines] ფრენის დაწყებამდე მგზავრების მისასალმებლად "ქალბატონებო და ბატონებოს" ნაცვლად გენდერულად ნეიტრალურ მიმართვას გამოიყენებს, როგორიც არის - "მოგესალმებით ყველა მგზავრს".

"ჩვენ 2014 წლიდან ხელს ვუწყობთ მრავალფეროვნებას საზოგადოებაში და ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი თანასწორობისკენ". – თქვა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

აქამდე, 2020 წლის მარტში, იაპონურმა ავიახაზებმა კომპანიაში დასაქმებულ ყველა ქალს უფლება მისცა, რომ სამუშაო დროს კაბის ნაცვლად შარვალი ჩაეცვათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანია მგზავრების მისასალმებელ მიმართვას ცვლის და გენდერულად ნეიტრალური მიმართვით ანაცვლებს. 2019 წელს Air Canada-მ "ქალბატონებო და ბატონებო" ასევე ჩაანაცვლა სიტყვა - "ყველათი".

კომენტარები