მაიკლ კივანუკა

MERCURY 2020-ის გამარჯვებული მაიკლ კივანუკა გახდა

NME

2020 წლის Mercury-ის პრიზის მფლობელი გახდა ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი მაიკლ კივანუკა. 

კივანუკამ 2019 წლის ნოემბერში გამოსული რიგით მესამე სტუდიური ალბომით Michael Kiwanuka გაიმარჯვა და 25 000 ფუნტი სტერგლინგი მიიღო. მერკურის ნომინაცია მომღერლისთვის მესამე იყო.

"ვერ ვიჯერებ, სიხარულისგან მთვარეზე ვარ აფრენილი. წელს რომ ვერ მომეგო ალბათ ვეღარასოდეს მოვიგებდი". – ამბობს მომღერალი.

Mercury Prize ბრიტანელი და ირლანდიელი მუსიკოსების გამოშვებულ ალბომებს 1992 წლიდან აფასებს და აჯილდოებს. 

კომენტარები