საზოგადოებრივი მაუწყებელი

კაპანაძე: ჩვენთვის საზმაუს გენ. დირექტორის პოსტზე ყველაზე მისაღები კანდიდატი ლაგაზიძეა

სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში ევროპული საქართველო მხარს ხათუნა ლაგაზიძეს დაუჭერს. ამის შესახებ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ . 

როგორც დეპუტატი წერს, პარტიისთვის ამ პოსტზე ყველაზე მისაღები კანდიდატურა ხათუნა ლაგაზიძეა და იმედს იტოვებს, რომ თანამდებობაზე სწორედ მას აირჩევენ "მისი დამოუკიდებელი ხასიათისა და ხედვის" გამო.

"ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდ რეფორმას საჭიროებს და ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. გარდამტეხი ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს ნაკლები ფულის ფლანგვა და საზმაუს დამოუკიდებლობა". – წერს სერგი კაპანაძე. 

ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას 25 სექტემბერს მხარი კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტია ლელომ დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის თქმით, არ სურს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს და ამიტომ გადადგა. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ნიშნავს.
 

შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ალექსანდრე ვახტანგოვი.

კომენტარები