ევროკავშირი - ბელარუსი

ტიხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს

სვეტლანა ტიხანოვსკაია და დავიდ სასოლი
Reuters

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს დაჟინებით მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულებულ პირების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცოს. სვეტლანა ტიხანოვსკაიას ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

"ევროკავშირის ლიდერებს აქვთ მიზეზი, ბიძგი არ მისცენ სანქციებს, მე მათ სიმამაცისკენ მოვუწოდებ. სანქციები მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლისთვის. ისინი ნაწილია იმ წნეხისა, რომელსაც შეუძლია, ე.წ ხელისუფლება აიძულოს ჩვენთან, ოპოზიციასთან, დიალოგის დაწყება". – თქვა ტიხანოვსკაიამ შეხვედრის შემდეგ.

აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს სანქციებს დაუწესებდა. სანქციები მოიცავს საბანკო ანგარიშების გაყინვასა და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, სანქციების დაწესებითვის 27-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა არის საჭირო. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჯერ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ბელარუსის სანქციების განხილვის პროცესში კვიპროსმა წამოწია თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი. კვირპოსის და თურქეთის უთანხმოების მიზეზი ხმელთაშუა ზღვაში არსებული ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსებია. კვიპროსი ამბობს, რომ მხარს უჭერს ბელარუსის სანქციებს, თუმცა სურს, რომ სანქციები თურქეთსაც დაუწესდეს. კვიპროსის მიერ წამოყენებულ საკითხის ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს განიხილავენ.

ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი დააგროვა და გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ბელარუსის გაერთიანებული ოპოზიცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას თაოსნობით არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ქვეყანაში ერთ თვეზე მეტია, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

ლიტვამ, პოლონეთმა და რუმინეთმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ევროკავშირის ლიდერებს სთხოვდნენ, იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ევროკავშირმა ბელარუსისთვის ეკონომიკური დახმარება გამოყოს. მხარდაჭერის ფარგლებში ბელარუსმა შესაძლოა ევროკავშირთან სახარბიელო სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერა.

ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს პოლონეთიც. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. აშშ ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები