მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას

მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების, მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიების და პარტიუკების. საერთოდ არ მჯერა, ზოგადად, პოლიტიკანობის და პოლიტიკოსობის, ვიწრო გაგებით. მე მჯერა სახელმწიფოებრივი აზროვნების, მე მჯერა ინოვაციების, მე მჯერა ფართო ხედვის და პატრიოტიზმის, მე მჯერა ფართო საზოგადოებრივი ძალების გაერთიანების.

[...] ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება. საქართველო არ დაიღუპება, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი გამარჯვების მერე იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა. 

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები