დონალდ ტრამპი

უზენაესი მოსამართლის პოსტზე გინსბურგის შემცვლელად ტრამპი ქალ კანდიდატს წარადგენს

Jeenah Moon/Getty Images

ჩრდილოეთ კაროლინაში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე ქალს წარადგენს. პრეზიდენტს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, კონკრეტულად ვინ იქნება კანდიდატი.

"კანდიდატს მომავალ კვირას დავასახელებ. ის ქალი იქნება. ვფიქრობ, ქალი უნდა იყოს, რადგან ქალები კაცებზე უფრო მეტად მომწონს". – თქვა დონალდ ტრამპმა.

18 სექტემბერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გინსბურგის შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და შემდეგ სენატმა დაამტკიცოს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში თავად გინსბურგმა საკუთარ შვილიშვილს მისწერა, რომ წინააღმდეგი იყო, მისი შემცვლელი ტრამპს დაესახელებინა და ეს მხოლოდ ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ თუ ტრამპი კანდიდატს დაასახელებს გააკეთებს, მას კენჭს უყრიან, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ანტონინ სკალიას შემცვლელის არჩევის უფლება არ მისცეს. სკალიას შემცვლელად ნილ გორსაჩი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა წარადგინა და სენატმა დაამტკიცა.

რუთ ბეიდერ გინსბურგი აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში ლიბერალური ფრთის ლიდერი იყო. დემოკრატიული პარტიის წევრები შიშობენ, რომ თუ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურას კენჭს უყრიან და დაამტკიცებენ, უზენაეს სასამართლოში იდეოლოგიური ბალანსი კონსერვატორების მხარეს იქნება გადახრილი. ამჟამად უზენაესი სასამართლოს 9 წევრიდან 5 კონსერვატორია.

კომენტარები