NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
მონღოლეთი-ჩინეთი

მონღოლეთში ჩინეთის საგარეო მინისტრის ვიზიტი გააპროტესტეს

ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020 - 15:07
tbl.ge/52ve
დაკოპირდა

15 სექტემბერს მონღოლეთის დედაქალაქში, ულან-ბატორში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის, ვიზიტი გააპროტესტეს. პეკინს ბრალს სდებენ, რომ ჩინეთის მონღოლურ რეგიონში ახშობს მშობლიურ ენასა და კულტურას. 

მონღოლეთის მთავრობის სასახლის წინ დაახლოებით 100 მომიტინგე შეიკრიბა. "დავიცვათ ჩვენი მშობლიური ენა", "ვანგ ი, წადი!" – გაიძახოდნენ ისინი. 

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთში, შიდა მონღოლეთის სკოლებში სამი ძირითადი საგნის, ისტორიის, პოლიტიკის, ენისა და ლიტერატურის სწავლება ეტაპობრივად მონღოლური ენიდან მანდარინ ჩინურზე გადავა. ეთნიკურად მონღოლების უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას თავიანთი კულტურული იდენტობისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

პეკინი აცხადებს, რო ახალი პოლიტიკის მიზანი ეროვნული ერთობის წახალისებაა. მთავრობაში ასევე თქვეს, რომ მონღოლური ენის სწავლებისთვის ადგილი სხვა საგნებში, სხვა კლასებში გამოინახება. 

ახალი პოლიტიკის საპასუხოდ, ჩინეთის მონღოლურ სკოლებში ეს გააპროტესტეს, ადამიანთა უფლებადაცვითი ჯგუფები კი პეკინს მონღოლური კულტური განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს. აშშ-ში არსებული სამხრეთ მონღოლური ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ცენტრი ჩინელ მაღალჩინოსნებს რეგიონის პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაქმნაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, სამკვირიანი პროტესტის მიმდინარეობისას 4000-დან 5000-მდე ადამიანი დააპატიმრეს და დაღუპულია სულ მცირე, 9 ადამიანი. 

მონღოლეთი ჩინეთზე ეკონომიკურად ძალიან დამოკიდებულია. ვანგ ის ვიზიტის ფარგლებში ელიან, რომ პეკინი მონღოლეთს 103 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს ახალი პოლიტიკის გამო, შიდა მონღოლეთში მშობლებმა შვილებთან ერთად საპროტესტო აქციები გამართეს. აქციები პოლიციამ დაშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სკოლაში მისული მოსწავლეები საკლასო ოთახებში ჩაკეტეს და მშობლებს მათთან არ უშვებდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელდა ცვლილების საწინააღმდეგო პეტიციები. პარალელურად მოსახლეობას ცვლილებებთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვას უკრძალავენ სოცმედია საიტებზე. Twitter-ის მსგავს ჩინურ საიტზე, Weibo-ზე წაშალეს ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები.

მშობლების ნაწილი იმუქრება, რომ ბავშვებს სკოლაში აღარ გაუშვებს. ნაიმანის რაიონის სკოლაში განაცხადეს, რომ შემოდგომის სემესტრისთვის რეგისტრაცია 1000 მოსწავლიდან მხოლოდ 40-მა გაიარა, რომლებიდანაც ბევრმა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და სკოლაში მხოლოდ 10 მოსწავლე გამოცხადდა.

მასწავლებლების განცხადებით, მათ ოჯახებში ვიზიტით აგზავნიან, რათა მშობლები დაარწმუნონ, ბავშვები სკოლაში გაუშვან. თუმცა მშობლების უმეტესობა შიშობს, რომ მანდარინ ჩინურზე გადასვლა მათ მშობლიურ ენას მომავალში საფრთხეს შეუქმნის.

მაშინ ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტის მხარდამჭერი აქციები გაიმართა მონღოლეთის დედაქალაქშიც.

კრიტიკოსების აზრით, ჩინეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციას. მიუხედავად ამისა, ეთნიკური უმცირესობების, განსაკუთრებით კი უიღურების მიმართ ჩინეთის მთავრობის ქმედებები არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანი.

სასწავლო პროგრამის ცვლილებები ჰგავს 2017 წელს სინძიანში და 2018 წელს ტიბეტში გატარებულ ცვლილებებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ტიბეტური და უიღურული ენა მნიშვნელოვნად იზღუდება. ჩინეთის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ასიმილაციაზეა კონცენტრირებული, ხშირად ფასდება კულტურულ გენოციდად.

მონღოლეთიჩინეთიშიდა მონღოლეთიულან-ბატორიმონღოლური ენამონღოლეთი-ჩინეთი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ პატივისცემას და თანასწორობას - გორდულაძე აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 15:12

ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, ვითხოვთ პატივისცემას და თანასწორობას - გორდულაძე აშშ-ზე

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდისას (რ)
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 14:50

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდისას (რ)

მაჯრან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 13:54

მაჯრან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

მირზოიანის ცნობით, აშშ-მ და სომხეთმა TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 13:42

მირზოიანის ცნობით, აშშ-მ და სომხეთმა TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს – კობახიძე რუბიოს განცხადებაზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 12:54

ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს – კობახიძე რუბიოს განცხადებაზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
3პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
4უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
5რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში