ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე "დაავალე მიშაზე" : მე არ დამავალოთ არაფერი

გირჩი

"მე არ დამავალოთ არაფერი". – ასე ეხმაურება გირჩის ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის კამპანიას, რომელსაც "დაავალე მიშა" ჰქვია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხის მიერ მიცემული დავალებები პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა და "თავად მოგახსენებთ თავის გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილი არის მოსახლეობაში."  

"ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ნაციონალური მოძრაობისგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და, ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან. 

ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, შეგხვდებიან თითოეულ თქვენგანს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს, რომლებიც უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენზე უკეთ არავინ არ იცის, თუ რა პრობლემებია დღეს თქვენს სოფლებში, თქვენს ქალაქებში და რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ უსწრაფესად გადაიჭრას.  

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენი დავალებები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც უნდა დავიწყოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღეს თქვენ გაწუხებთ". – თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

კომენტარები