ქსელში ახალი დრამის, The Father-ის ტრეილერი გამოჩნდა.
სურათში მთავარ როლებს ორი ოსკაროსანი მსახიობი, ენტონი ჰოპკინსი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.
სიუჟეტი მამისა და შვილის ურთიერთობის გარშემო ვითარდება. ფილმი ფლორიან ზელერმა საკუთარი პიესის მიხედვით გადაიღო.
The Father-ის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. ფართო კინოგაქირავებაში ფილმი 2021 წელს გამოვა.