ილონ მასკი

ილონ მასკის თქმით, თავისი შვილის სახელი პაროლს გავს

ილონ მასკმა თქვა, რომ თავისი შვილის სახელი პაროლს ჰგავს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა ის არასწორად წარმოთქვა.

ვიდეო Youtube-ზე ცოტა ხნის წინ აიტვირთა - ჟურნალისტი ილონ მასკთან მიდის და ეკითხება, როგორ არის X Æ A-12. Tesla-ს მფლობელს კითხვა არ ესმის და კიდევ ერთხელ გამეორებას ითხოვს, შემდეგ კი იძახის:

"უი, შენ ჩემს შვილს გულისხმობ! სახელი პაროლს ჰგავს".

ილონ მასკმა და კანადელმა მუსიკოსმა, გრაიმსმა, თავდაპირველად შვილს X Æ A-12 დაარქვეს. თუმცა, კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობის გამო მათ ამის უფლება არ მიეცათ.

ამის შემდეგ ჩვილს სახელი გადაარქვეს და X AE A-Xii დაარქვეს.

კომენტარები