ტელეკომპანია პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Facebook-ზე ავრცელებს.
"ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება". – წერს გრიგოლია.
9 სექტემბერს საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.
სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.